ჩემი პროექტის პორტფოლიო
მე-9 დღეს დავხვეწეთ პროექტის გეგმა, შევამოწმეთ პორტფოლიო ჩეკლისტის საშუალებით, მოვახდინეთ პორტფოლიოს ატვირთვა გუგლის დრაივზე და გადავიტანეთ ლინკი ბლოგზე. მივაბით ტრენერის ბლოგი ჩვენს საკუთარ ბლოგებს და ვისწავლეთ როგორ შეიძლება ბლოგზე შეიქმნას ახალი გვერდები. მოვახდინეთ ჩვენი პორტფოლიოების პრეზენტაცია.
9 დღიანი ტრენინგის ფარგლებში გავეცანით არსებითად საჭირო ინფორმაციას პროექტის შესაქმნელად. პროექტის განხორციელება, ვფიქრობ, მასტიმულირებელი იქნება მოსწავლეებისთვის და მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე. უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ ტრენერის მუშაობით, მადლობა ქალბატონ მარიკა ჩიტაძეს ამომწურავი ინფორმაციისთვის.
No comments:
Post a Comment