რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
განვსაზღვრეთ სტანდარტები სასწავლო პროექტებისთვის. შერჩეული სტანდარტების გაანალიზების შემდეგ ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები. განვიხილეთ ბუნდოვანი, დავალებაზე ორიენტირებული მიზნები და სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული მიზნები.
განვიხილეთ და შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები არსებითია, რათა შესაძლებელი გახდეს პროექტების ფოკუსირება ეფექტურ სწავლებაზე და ხელი შევუწყოთ საგნობრივი სტანდარტების ძირითადი მიზნების მიღწევას. კითხვები მოსწავლეებს უბიძგებს, გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები, ეხმარება მათ, გაიაზრონ ზოგადი ცნებები და სთავაზობს სქემებს ფაქტობრივი ინფორმაციის ორგანიზებისათვის. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.
განვიხილეთ პროექტის შეფასების მეთოდები და სტრატეგიები. ყურადღება გავამახვილეთ დაწყებით საფეხურზე გამოსაყენებელ მეთოდებსა სტრატეგიებზე.
ვფიქრობ, მე-2 მოდულის ფარგლებში გავლილი საკითხები მნიშვნელოვან დახმარებას გამიწევს პროექტის სწორად დაგეგმვასა და განხორციელების პროცესის მონიტორინგში.
No comments:
Post a Comment