Saturday, June 10, 2017

I-II დღე

                                                                 რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.  ინტელის კურსი დამეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებისა და საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.  კურსი დამეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესში და მოსწავლეთა მიღწევების შეფასებისათვის.
პირველ მოდულში განვიხილეტ პროექტებით სწავლება, პროექტებზე დაფუძვნებული სწავლება და პროექტის მონახაზი. გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომელიც დაგვჭირდება პროექტის შედგენისას. მოვახდინეთ საპროექტო იდეების გენერირება და ჩამოვაყალიბეთ რეფლექსია I მოდულზე.

No comments:

Post a Comment

V დღე