Saturday, July 8, 2017

V დღე

IX დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო
 მე-9 დღეს დავხვეწეთ პროექტის გეგმა, შევამოწმეთ პორტფოლიო ჩეკლისტის საშუალებით, მოვახდინეთ პორტფოლიოს ატვირთვა გუგლის დრაივზე და გადავიტანეთ ლინკი ბლოგზე. მივაბით ტრენერის ბლოგი ჩვენს საკუთარ ბლოგებს და ვისწავლეთ როგორ შეიძლება ბლოგზე შეიქმნას ახალი გვერდები. მოვახდინეთ ჩვენი პორტფოლიოების პრეზენტაცია.
9 დღიანი ტრენინგის ფარგლებში გავეცანით არსებითად საჭირო ინფორმაციას პროექტის შესაქმნელად. პროექტის განხორციელება, ვფიქრობ, მასტიმულირებელი იქნება მოსწავლეებისთვის და მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე. უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ ტრენერის მუშაობით, მადლობა ქალბატონ მარიკა ჩიტაძეს ამომწურავი ინფორმაციისთვის.

Sunday, July 2, 2017

VIII დღე

                                                                       რეფლექსია
ამ დღეს VII  მოდულის ფარგლებში განვიხილეთ მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის გასამზადებელი პრეზენტაციისა და ბუკლეტების შაბლონები და მოვარგეთ ისინი ჩვენს პროექტს. ვისაუბრეთ იმ წინარე ცოდნაზე, რომელიც მოსწავლეებს დასჭირდებათ პროექტის ფარგლებში მუშაობისთვის.  შევავსეთ გეგმის შემდეგი პუნქტები: პროექტის დაწყებამდე და საწავლო პროცედურები.
დავგეგმეთ და განვიხილეთ სასწავლო პროექტის განხორციელების იდეები, შევქმენით მასალები, მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას. გავაკეთეთ რეფლექსია მიღებული ცოდნაზე.

Saturday, June 24, 2017

V დღე

                                                                      რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, ერძოდ შევქმენით  ჩვენ მიერ განსახორციელებელი პროექტის პრეზენტაცია და განვიხილეთ თუ როგორ ხდება შექმნილი პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე. განვიხილეთ მეწყვილის მიერ შექმნილი პრეზენტაცია და შევაფასეთ იგი, გავუკეთეთ კომენტარი. შეისწავლეთ  და განიხილეთ საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესებ განათლების სისტემაში.   გაეცით  ინტერნეტრესურსებს, რომელთაც გამოიყენებ კვლევაში, კომუნიკაციასა და თანამშრომლობის პროცესში.

Sunday, June 11, 2017

III-IV დღე

                                                                      რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. 
განვსაზღვრეთ სტანდარტები  სასწავლო პროექტებისთვის. შერჩეული სტანდარტების გაანალიზების შემდეგ ჩამოვაყალიბეთ სასწავლო მიზნები. განვიხილეთ ბუნდოვანი, დავალებაზე ორიენტირებული მიზნები და სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული მიზნები.
განვიხილეთ და შევიმუშავეთ იმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები არსებითია, რათა შესაძლებელი გახდეს პროექტების ფოკუსირება ეფექტურ სწავლებაზე და ხელი შევუწყოთ საგნობრივი სტანდარტების ძირითადი მიზნების მიღწევას. კითხვები მოსწავლეებს უბიძგებს, გამოიყენონ მაღალი სააზროვნო უნარები, ეხმარება მათ, გაიაზრონ ზოგადი ცნებები და სთავაზობს სქემებს ფაქტობრივი ინფორმაციის ორგანიზებისათვის. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს.
განვიხილეთ პროექტის შეფასების მეთოდები და სტრატეგიები. ყურადღება გავამახვილეთ დაწყებით საფეხურზე გამოსაყენებელ მეთოდებსა სტრატეგიებზე.
ვფიქრობ, მე-2 მოდულის ფარგლებში გავლილი საკითხები მნიშვნელოვან დახმარებას გამიწევს პროექტის სწორად დაგეგმვასა და განხორციელების პროცესის მონიტორინგში. 

Saturday, June 10, 2017

I-II დღე

                                                                 რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.  ინტელის კურსი დამეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებისა და საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.  კურსი დამეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესში და მოსწავლეთა მიღწევების შეფასებისათვის.
პირველ მოდულში განვიხილეტ პროექტებით სწავლება, პროექტებზე დაფუძვნებული სწავლება და პროექტის მონახაზი. გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომელიც დაგვჭირდება პროექტის შედგენისას. მოვახდინეთ საპროექტო იდეების გენერირება და ჩამოვაყალიბეთ რეფლექსია I მოდულზე.

V დღე