Saturday, July 8, 2017

V დღე

IX დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო
 მე-9 დღეს დავხვეწეთ პროექტის გეგმა, შევამოწმეთ პორტფოლიო ჩეკლისტის საშუალებით, მოვახდინეთ პორტფოლიოს ატვირთვა გუგლის დრაივზე და გადავიტანეთ ლინკი ბლოგზე. მივაბით ტრენერის ბლოგი ჩვენს საკუთარ ბლოგებს და ვისწავლეთ როგორ შეიძლება ბლოგზე შეიქმნას ახალი გვერდები. მოვახდინეთ ჩვენი პორტფოლიოების პრეზენტაცია.
9 დღიანი ტრენინგის ფარგლებში გავეცანით არსებითად საჭირო ინფორმაციას პროექტის შესაქმნელად. პროექტის განხორციელება, ვფიქრობ, მასტიმულირებელი იქნება მოსწავლეებისთვის და მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე. უსაზღვროდ კმაყოფილი ვარ ტრენერის მუშაობით, მადლობა ქალბატონ მარიკა ჩიტაძეს ამომწურავი ინფორმაციისთვის.

Sunday, July 2, 2017

VIII დღე

                                                                       რეფლექსია
ამ დღეს VII  მოდულის ფარგლებში განვიხილეთ მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის გასამზადებელი პრეზენტაციისა და ბუკლეტების შაბლონები და მოვარგეთ ისინი ჩვენს პროექტს. ვისაუბრეთ იმ წინარე ცოდნაზე, რომელიც მოსწავლეებს დასჭირდებათ პროექტის ფარგლებში მუშაობისთვის.  შევავსეთ გეგმის შემდეგი პუნქტები: პროექტის დაწყებამდე და საწავლო პროცედურები.
დავგეგმეთ და განვიხილეთ სასწავლო პროექტის განხორციელების იდეები, შევქმენით მასალები, მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას. გავაკეთეთ რეფლექსია მიღებული ცოდნაზე.

V დღე